ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს ლიდერს, „ინტერს“ გასვლაზე დაუპირისპირდა და მილანიდან ქულა წამოიღო – 1:1.
იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრის პირველი ნახევარი „ინტერმა“ ნეაპოლელებზე უკეთ ჩაატარა და 1:0 დაწინაურდა. მილანელების სწრაფი კონტრშეტევა 43-ე წუთზე მცველმა მატეო დარმიანიმ დააგვირგვინა.
კვარაცხელიამ თითქმის სრულად ითამაშა და დამატებულ წუთებზე შეცვალეს. ხვიჩამ გოლის გატანა ორჯერ სცადა – პირველად მის დარტყმულს თანაგუნდელი გადაეფარა, მეორედ კი „ინტერის“ მეკარე იან ზომერმა საიმედოდ ითამაშა. მაგრამ „ნაპოლიმ“ ანგარიში მაინც გაათანაბრა – კუთხურის გათამაშების შემდეგ მილანელებს ჟუან ჟესუსმა გაუტანა.
იტალიის ჩემპიონატში გამართული 29-ე ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 45 ქულით მე-7 ადგილზეა.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026