01/03/2023
01:33
სპორტი
ევროპული ტოპ კლუბები ქართველი გარემარბით დაინტერესდნენ.
ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვა სურთ ისეთ კლუბებს, როგორებიცაა - “მანჩესტერ სიტი”, “მადრიდის რეალი”, “პსჟ” და “ნიუკასლი”.
სპორტული გამოცემები წერენ, რომ “ნაპოლის” არ სურს მისი გაყიდვა, ამასთან, ფეხბურთელი გუნდიდან წასვლას ჯერ არ განიხილავს.
"მანჩესტერ სიტი" და "ნიუკასლი" პრემიერ ლიგის ორი კლუბია, რომლებიც კვარაცხელიას ყურადღებით აკვირდებიან. ქართველმა ასევე მიიპყრო “პსჟ”-სა და “მადრიდის რეალის” ყურადღებაც.
კვარაცხელიას თავისი კლუბისთვის შესაფერის მოთამაშედ მიიჩნევს ედი ჰოუ, რადგან “კვარა არის სწრაფი, ტექნიკური და ჯდება 4-3-3 ფორმაციაში”.
გამოცემები წერენ, რომ “მითია თითქოს კვარაცხელია ხელმისაწვდომი იქნება 50 მილიონ ფუნტად. არავის გაუკვირდება, თუ ”ნაპოლი" მას თითქმის ორჯერ მეტად შეაფასებს".
“კვარაცხელიას აგენტი ბაზარს უკვე სწავლობს. ეჭვგარეშეა, რომ ზაფხულში მას უამრავი ვარიანტი ექნება. მაგრამ “ნაპოლი” ახლა კვარადონასთვის იდეალური კლუბია”, აღნიშნავენ სპორტული გამოცემები.
0
0