30/01/2023
08:10
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია გრიპით გამოწვეული მცირე პაუზის შემდეგ მოედანს საგოლე გადაცემით დაუბრუნდა – ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი „რომასთან“ „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრაში, რომელსაც „სტადიო მარადონამ“ უმასპინძლა, პირველი სახიფათო მომენტი ხვიჩამ შექმნა – მე-5 წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ წავიდა და მარცხენა ქვედა კუთხეში დაარტყა, მაგრამ „რომას“ მეკარე რუი პატრისიომ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მე-17 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას მონდომებით „ნაპოლიმ“ შედეგს მაინც მიაღწია. ქართველმა შემტევმა მარცხენა ფლანგიდან, კარის წინ ბურთი ვიკტორ ოსიმენს გადააწოდა, რომელმაც ბურთი კარგად დაამუშავა და შესანიშნავი გოლით „ნაპოლი“ 1:0 დააწინაურა.
მეორე ნახევრის 29-ე წუთზე შტეფან ელ შაარავიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 86-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე, ქულებით გვარიანად ჩამორჩენილი, უახლოესი მდევარი „რომა" 2:1 დაამარცხა.
მატჩის დროს კამერებს არ გამორჩენიათ სპალეტის გაბრაზებაც. ხვიჩა კვარაცხელიამ ირვინ ლოსანოს გადაცემა გოლად ვერ აქცია, რამაც "პარტენოპეის" თავკაცი გააბრაზა. 63 წლის სპეციალისტმა, სპალეტიმ წარმოსთქვა - "ეს შეუძლებელია". ამ სიტყვების ადრესატი კი სავარაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელია იყო.
0
0