01/03/2024
11:47
სპორტი
ანალიტიკურმა საერთაშორისო საფეხბურთო პორტალმა WhoScored-მა „სასუოლსოთან“ სერია A-ს შეხვედრის შემდეგ „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ხვიჩა კვარაცხელია „სასუოლოს“ წინააღმდეგ:
2 – გოლი
9 – დარტყმა
3 – დარტყმა კარში
1 – საგოლე პასი
5 – საკვანძო გადაცემა
1 – შექმნა საგოლე შანსი
14 – შეხება მეტოქის საჯარიმოში
4 – ბურთის ართმევა
2 – მოგებული ორთაბრძოლა
„10 ქულა კვარაცხელიას, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი სრულყოფილი თამაში ჩაატარა“ – წერს WhoScored.
შეგახსენებთ, რომ „სასუოლსოთან“ 21-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ კი მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე რვა გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.
ანალიტიკურმა საერთაშორისო საფეხბურთო პორტალმა კვარაცხელიას „სასუოლოსთან“ 10 ქულა დაუწერა და სერია A-ს 21-ე ტურის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
0
0
ირანის მთავრობამ სასწრაფო სხდომა მოიწვია
20/05/2024