13/02/2023
22:14
სპორტი
goal.com-მა "ოქროს ბურთი 2023"-ის საკუთარი რეიტინგული ვერსია განაახლა, რომელშიც "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ორი პოზიციით დაწინაურდა და მერვე ადგილზეა, რაც მისი საუკეთესო მაჩვენებელია. საუკეთესო ათეულში პირველად მოხვდა კვარაცხელიას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი.
/ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - 13 გოლი და 15 საგოლე გადაცემა 2022/23 წლების სეზონში/
"ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავის ტემპის დაგდების ნიშნები არ შეინიშნება, ხოლო "ნაპოლი" სერია A-ს საჩემპიონო რბოლაში გაქცევას აგრძელებს.
ნეაპოლში "კვარადონას" უწოდებენ, ალბათ, ჯერ არგენტინელის დონეს ვერ მიაღწია, მაგრამ ამ სეზონში მისი გმირობა იმას ნიშნავს, რომ მარადონასთან ერთად მოიხსენიონ, ყოველ შემთხვევაში, სამხრეთ იტალიაში", - წერს გამოცემა.
"ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ტოპ-ათეული:
1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. კილიან მბაპე (პსჟ)
3. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
4. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
5. ნეიმარი (პსჟ)
6. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერი)
7. ვინისიუსი (რეალი)
8. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
9. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
10. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)
0
0