12/03/2023
12:30
სპორტი
"ატალანტასთან" მოგებულ მატჩში (2:0) "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულმა თამაშმა და გოლმა, რომელიც 8 მეტოქის გარემოცვაში მყოფმა გაიტანა, ესპანური სპორტული მედია აღაფრთოვანა.
sport.es: "შეუძლებელია კვარაცხელიამ საუკეთესო წლებში ლეო მესი არ მოგაგონოს. როგორი გოლი გაიტანა! ის ახალი ევროპული სენსაციაა. მან "ატალანტასთან" მარტომ ნახევარი გუნდის წინააღმდეგ მყოფმა მოახერხა ანგარიშის გახსნა - გოლით, რომელიც საუკეთესო მესის მოგვაგონებს".
Mundo Deportivo: "22 წლის კვარაცხელია რამდენიმე ევროპული გიგანტი კლუბის თვალთახედვის არეში მოექცა, რომელთა შორის, როგორც ჩანს, "რეალი" უფრო მომგებიან მდგომარეობაშია, რათა მისი გადაბირება შეძლოს".
AS: "ქართველის დონეზე ბევრი ფეხბურთელი არ არის. შესანიშნავი გოლი გაიტანა და ამას უსასრულოდ შეიძლება უყურო. მისი ფასის ზრდა დაუსრულებელია. ამ გოლმა ნეაპოლელი ფანები ისევ გააგიჟა".
MARCA: "კვარადონას" კიდევ ერთი შოუ. "ატალანტასთან" "ნაპოლის" თამაში მარტივი არ გამოვიდა. ბერგამოელებმა "მარადონაზე" "ლაციოს" შედეგის მიღწევა განიზრახეს, ანგარიში 0:0 იყო, ვიდრე ქართველმა გარდამტეხი გოლი არ მოიგონა. მორიგი შედევრი და გამარჯვება მისი კოლექციიდან. რამდენია ახლა მისი ფასი? ყოველდღე მატულობს, ეს ცხადია".
0
0