11/02/2023
10:05
სპორტი
"ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, უცხოური მედია, სულ უფრო ხშირად წერს. ამჯერად სტატია ინდურმა Sportskeeda-მა მიუძღვნა და გამოცემამ ქართველი ფეხბურთელი ხუთ საუკეთესო ევროპელ მოთამაშეს შორის დაასახელა.
ესენია: კილიან მბაპე (საფრანგეთი/პსჟ); ერლინ ჰოლანი (ნორვეგია/მანჩესტერ სიტი); რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი/ბარსელონა); მარკუს რეშფორდი (ინგლისი/მანჩესტერი); ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო/ნაპოლი).
"სეზონის დაწყების წინ საქართველოს ნაკრების წევრი ხვიჩა კვარაცხელია შედარებით უცნობი იყო, მაგრამ უკვე სერია A-ს ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავი გახდა. "ნაპოლის" ფანები მას აღმერთებენ და თავისი განსაკუთრებული უნარების გამო "კვარადონას" მეტსახელი დაიმსახურა.
კვარაცხელია 2022/23-ის სეზონის უდავოდ ნამდვილი ვარსკვლავია. მეტწილად მისი კრეატიულობისა და პროდუქტიულობის წყალობით "ნაპოლი" იტალიის საუკეთესო გუნდი გახდა. 21 წლის ქართველი წარმოუდგენელ სეზონს ატარებს და დაამტკიცა, რომ ვიქტორ ოსიმენის იდეალური მეწყვილეა.
მან ამ სეზონში "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა", დაწერა ინდურმა გამოცემამ.
0
0