
კვაჭაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საავტომობილო გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება.
თბლისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 21 ნოემბრიდან დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება.
ორმხრივი შეზღუდვა შეეხება ონკოლოგიური კლინიკიდან ბრიტანულ-ქართულ აკადემიამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
გზის რეაბილიტაციის პერიოდში ავტომობილები შემოვლითი გზით – ამაშუკელის, დათუაშვილის, ავთო ვარაზისა და ფერმწერთა ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებიან.
„სატრანსპორტო საშუალებები კვაჭაძის ქუჩაზე ლისის წრიდან ონკოლოგიურ კლინიკამდე და უკუმიმართულებით იმოძრავებენ. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ავტობუსი N329 დადგენილი მარშრუტის მიხედვით, ონკოლოგიურ კლინიკამდე გადაადგილდება. რის შემდეგაც, ამაშუკელის, დათუაშვილის და ავთო ვარაზის ქუჩებით დაუკავშირდება ფერმწერთა ქუჩას, მობრუნდება კვაჭაძის ქუჩის მიმდებარედ და მოძრაობას სოფელი თხინვალას მიმართულებით განაგრძობს. სოფელი თხინვალადან ონკოლოგიურ საავადმყოფოს მიმართულებით კი, ავთო ვარაზის, დათუაშვილის და ამაშუკელის ქუჩების გავლით იმოძრავებს. შემდეგ, სადგურის მოედნის მიმართულებით დადგენილი სქემის მიხედვით განაგრძობს გადაადგილებას.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
0
0