
ბრიტანეთში, აშშ-სა და შვედეთში განათლება მიღებული კურსდამთავრებულები რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მარშით შეუერთდნენ.
მარშის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.
ისინი სკანდირებენ: “ სოლიდარობა სტუდენტებს!”, “არჩევნები, არჩევნები!” , “თავისუფლება რეჟიმის ტყეებს!”.
საპროტესტო აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.
0
0