11/07/2023
11:29
ტურიზმი
რაჭა საქართველოს ერთერთი ულამაზესი რეგიონია, ხოლო შოვი - ხელუხლებელ ბუნებაში ჩაფლული კურორტი
შოვი ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, თბილისიდან 265 კმ-ში მდებარეობს. კლიმატი საშუალო ალპურია. შოვში ზამთარი ცივი და თოვლიანია, ზაფხული კი ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 17 °C გრადუსი ცელსიუსია).
ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიას“ ( www.simetria.ge/ge ) თაოსნობით, 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს კურორტ შოვის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელი სამუშაოები. რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის განვითარების პროექტის ძირითადი პარტნიორები არიან სასტუმრო სანსეტ შოვი, სასტუმრო G&M Shovi-Racha Resorts და პანსიონატი მამისონი, რომლებიც კურორტის ისტორიული ტერიტორიის ძირითად ნაწილს ფლობენ.
დღეს არსებული განვითარების გენერალური გეგმის თანახმად, კურორტზე დაგეგმილია 5*, 4* და 3* სასტუმროების, კოტეჯების, სპორტული, გასართობი და ბალნეოგიურ-რეკრეაციული დანიშნულების ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც კურორტს ოთხივე სეზონზე მოსანახულებლად და დასასვენებლად ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ადგილად აქცევს. წარმოდგენილი გეგმით განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა 130 მილიონ დოლარს აჭარბებს.
კურორტზე არსებულ სასტუმროებს კი მართვას უწევს სასტუმროების საერთაშორისო მმართველი კომპანია Hotel Collection International www.hotelcollectioninternational.com
2023 წლის ზაფხული თუ ჯერ არ დაგიგეგმავთ, შოვი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. დღეისთვის კურორტზე ფუნქციონირებს 2 სასტუმრო:
სასტუმრო „სანსეტ შოვი“
სასტუმრო "სანსეტ შოვი", რაჭაში, შოვის შუაგულში მდებარეობს. სასტუმრო გთავაზობთ 30 კომფორტულ ნომერს და 2 კოტეჯს. სასტუმროს გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დამსვენებლებისათვის კომფორტის შექმნაზე. ეს ის ადგილია, სადაც მზარეული სტუმრებს ჯანსაღ სამზარეულოს სთავაზობს.
სასტუმროს გასართობი ზონები სასტუმროს სტუმრისთვის უფასო მომსახურებაა - მაგიდის ჩოგბურთი, მაგიდის ფეხბურთი, ბილიარდი, დახურული კალათბურთის მოედანი, გარე კალათბურთის/ფეხბურთის მოედანი და საბავშვო ოთახი. მეტის სანახავად მიჰყევით ბმულს:
Instagram: https://instagram.com/sunset_shovi/
Facebook: https://www.facebook.com/sunsetshovi/
სასტუმრო „G&M Shovi-Racha Resorts“
G&M Shovi-Racha Resorts მდებარეობს შოვში, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება კავკასიონზე.
სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს სტანდარტულ და საოჯახო ტიპის ნომრებს 2-3-4 პერსონაზე.
სასტუმროს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მიჰყევით ბმულებს:
Facebook: https://www.facebook.com/ShoviHotelRacha
Web: https://www.shovi-racha.com/
(R)
0
0