04/08/2023
00:45
საზოგადოება
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ სტიქიის გამო, კურორტი შოვი გარე სამყაროს მოწყვეტილია.
მისივე თქმით, დაახლოებით, 2 მილიონ კუბამეტრზე მეტი მიწის მასაა ჩამოშლილი.
პარალელურად მიმდინარეობს გარდაცვლილი პირების იდენტიფიცირება.
"სამაშველო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ოპერატიულად შემოდის ინფორმაცია ჩვენს შტაბში, რაზედაც შესაბამისს რეაგირებას ვახდენთ. მიმდინარეობს გარდაცვლილების იდენტიფიცირება.
კურორტი შოვი გარე სამყაროს მოწყვეტილია. როდესაც მოხდა სტიქია დღის 15:00 საათზე, დაახლოებით ნახევარ საათში მოხდა მთლიანად შოვის ტერიტორიის დაფარვა საკმაოდ დიდი მოცულობის მიწის მასით. დაახლოებით, 2 მილიონ კუბა მეტრზე მეტია მიწის მასა ჩამოსული. სამაშველო სამსახურები მაშინვე ჩაერთნენ, ფეხით გადავიდნენ სამაშველო სამუშაოებზე ჩვენი მაშველები. შემდეგ ვერტმფრენები დაგვეხმარნენ. სამაშველო სამუშაოები ახლაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
შოვის ინფრასტრუქტურა არის საკმაოდ დაზიანებული. ყველა ის ტურისტული ობიექტი, რაც იყო, ფაქტობრივად განადგურებულია. ზარალის შეფასება, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში დაიწყება," - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
0
0