
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც უკრაინის რადა კურილის კუნძულებს იაპონიის ტერიტორიად აღიარებს. ამასთან ერთად, ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას ტოკიოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მანამდე, უკრაინის რადამ 287 ხმით რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ამ ფაქტს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უკან უნდა დაბრუნდეს.
"ყირიმი უკრაინაა, კურილი იაპონია.
რუსეთის მიერ მთელ მსოფლიოში ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაბრუნდეს. დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ სწორედ ამ საკითხზე იმსჯელა.
1945 წლის აგვისტოდან სექტემბრამდე საბჭოთა კავშირმა იაპონის ჩრდილოეთი ტერიტორიები უკანონოდ დაიკავა. რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, ვალდებული იყო, დაებრუნებინა ისინი, თუმცა მან ეს არ გააკეთა". - წერს სტეფანჩუკი Facebook-ზე.
სადავო ტერიტორია, რომელიც იაპონიის 4 მთავარი კუნძულიდან ერთ-ერთის, ჰოკაიდოს ჩრდილოეთით მდებარეობს და მოიცავს 4 კუნძულს: ეტოროფუს, კუნაშირის, შიკოტანსა და ჰაბომაის. ეს კუნძულები საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომში იაპონიის მიერ 1945 წლის 15 აგვისტოს კაპიტულაციის შემდეგ დაიკავა. კუნძულებზე დავის გამო, ქვეყნებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდა.
0
0