
აქვს თუ არა სახელშეკრულებო ურთიერთობა მამუკა ხაზარაძეს გერმანიის ელჩთან, რომელიც, "კურიერის" ინფორმაციით, "ლელოს" ლიდერისგან თბილისში არსებულ უძრავ ქონებას ქირაობს. ირკვევა, რომ ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე 300 კვადრატული, სადაც გერმანელი დიპლომატი ცხოვრობს, სწორედ ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაა. ამ დრომდე უცნობია, გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება და იხდის თუ არა ხაზარაძის ოჯახი საშემოსავლო გადასახადს.
უკვე მეორე დღეა, "კურიერი" ცდილობს, გაარკვიოს, აქვს თუ არა საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული პეტერ ფიშერს გერმანიის ელჩს ოპოზიციონერი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ცოლთან, ვინაიდან, "კურიერის" ინფორმაციით, სწორედ ოპოზიციონერი ლიდერის ცოლის ძველ თბილისში მდებარე უძრავ ქონებას ქირაობს ფიშერი.
"კურიერმა" ინფორმაციის დაზუსტება სცადა ირინა ხაზარაძესთან, თუმცა ის სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს. ასევე, "კურიერმა" წერილი მისწერა გერმანიის საელჩოს, თუმცა დიპლომატიური უწყებაც ამ დრომდე დუმს. თემასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაკეთებულა არც "ძლიერი საქართველოში".
საჯარო რეესტრში გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2022 წლამდე ძველ თბილისში მდებარე დაახლოებით 300 კვ.მეტრის ფართობის სახლი იყო მამუკა ხაზარაძის საკუთრება, თუმცა 3 წლის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ის მეუღლეს, ირინა ხაზარაძეს გადაუფორმა.
წყარო - რუსთავი2
0
0