
პოეტი გელა დაიაური დაღუპულ მეუღლეს, თეონა ქუმსიაშვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს.
“კუნწულიკო…შენი დაბადების დღე გათენდება… სულ გულში ხარ… სუუულ… წმინდა ნინოს მადლიანი კალთა გფარავდეთ მანდ…”, – წერს გელა დაიაური.
ცნობისთვის, 2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ. “ჯიპის” მარკის ავტომობილი გზიდან გადავარდა. ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის – 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი, მათი ორი ვაჟი – დემეტრე და ჯარჯი, თეონას და – ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი – მამუკა.
საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა…
თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა – თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი – თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.
0
0