
დასავლეთ ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე წყალდიდობისა და ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა. მარაფის მთა სუმატრას ყველაზე აქტიური ვულკანის ლავის ნაკადებმა მოიცვა. ცივი ლავის ღვარცოფმა ორი უბანი დატბორა, დაზიანდა 100-ზე მეტი სახლი, მეჩეთი და საზოგადოებრივი დაწესებულება.
ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან 18 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
„წყალდიდობები და ცივი ლავის ღვარცოფები, ნაწილობრივ, მაინც ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული. ისინი კვლავ განმეორდება ასევე ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებული ექსპლუატაციისა და სტიქიის შემთხვევითი განვითარების გამო. ფაქტობრივად, ყოველწლიურად იზრდება კატასტროფების სიხშირე“, - განუცხადა BBC-ს გარემოსდაცვითმა ექსპერტმა ვენკი პურვანტომ.
მარაფის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო 6 თვის განმავლობაში, რამდენიმე მსგავსი კატასტროფა მოხდა.
2023 წლის დეკემბერში, ვულკანის ამოფრქვევისას 23 მოლაშქრე დაიღუპა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში, წყალდიდობამ ტანა დატარში ათობით სახლი დააზიანა.
0
0