10/08/2023
09:51
მსოფლიო
კუნძულ კრეტაზე უკანონო გაშვილებისა და სუროგაციის, ასევე, ადამიანებით ვაჭრობის შესაძლო ფაქტებს იძიებენ. საუბარია ქალაქ ხანიაში მდებარე დამხმარე რეპროდუქციის ცენტრზე, რომლის საქმიანობითაც პოლიცია დაინტერესდა. საქმეს ათენის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტი და ხანიას უსაფრთხოების სამსახური იძიებენ.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი. მათ შორისაა ორი ექიმი, რომლებსაც სამედიცინო სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. გამოკითხულია გინეკოლოგი, რომელიც სავარაუდოდ ცენტრის ხელმძღვანელია, ემბრიოლოგი, თანამშრომლები და უცხოელი ქალები, რომლებმაც რუსი თარჯიმანი მოითხოვეს. როგორც წინასწარი მოკვლევით დადგინდა, სუროგატი დედებისთვის და ხელოვნური განაყოფიერებისთვის ცენტრში არ იყო დაცული დადგენილი და კანონიერი პროცედურები, ცენტრის ხელმძღვანელები კი დაინტერესებულ პირებს დიდძალ თანხებს სთხოვდნენ.
სამართალდამცველები იკვლევენ, თუ რამდენად კანონიერი იყო ეს თანხები. ხანიას დამხმარე რეპროდუქციის ცენტრს წყვილები არა მხოლოდ კრეტიდან, არამედ მთელი საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ბალკანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან სტუმრობდნენ.
0
0