
ქართველ მკვლევართა აზრით, ვინაიდან სამარხში არ იყო ნეშტი და არც რაიმე სახის წარწერა, სამარხის აშოტ კურაპალატისადმი კუთვნილების დასადასტურებლად, აღმოჩენას დამატებითი კვლევა და ანალიზი სჭირდება, - ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები არქეოლოგიური გათხრების ადგილზე იმყოფებოდნენ.
„Van Yüzüncü Yıl უნივერსიტეტისა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არტანუჯის ციხე-ქალაქში პეტრესა და პავლეს ეკლესიის ნანგრევების ქვეშ აღმოაჩინა სამარხი, რომელიც, მათი თქმით, სავარაუდოდ დიდ ქართველ მეფეს-აშოტ I (კურაპალატს) ეკუთვნის. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები პროფესორ ვახტანგ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ არქეოლოგიური გათხრების ადგილზე, სადაც თურქმა კოლეგებმა გააცნეს მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები და ახალი მნიშვნელოვანი აღმოჩენები, მათ შორის გამოვლენილი სამარხიც.
იმის გათვალისწინებით, რომ სამარხში არ იყო ნეშტი და არც რაიმე სახის წარწერა, ქართველ მკვლევართა აზრით, სამარხის აშოტ კურაპალატისადმი კუთვნილების დასადასტურებლად, აღმოჩენას დამატებითი კვლევა და ანალიზი სჭირდება.
სააგენტო მიესალმება თურქი კოლეგების ძალისხმევას, მეცნიერულად შეისწავლონ არტანუჯის ციხე, რომელიც წარსულში ტაო-კლარჯეთის პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1
0
გარდაიცვალა ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე
09/10/2025