კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნების სასახლის მონაწილეობით, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში ქართველი მხატვრისა და პედაგოგის - თამაზ (თაზო) ხუციშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
A-
+A

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნების სასახლის მონაწილეობით, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში გამოჩენილი ქართველი მხატვრისა და პედაგოგის - თამაზ (თაზო) ხუციშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და გიორგი კალანდიას ავტორობით მომზადებული ორენოვანი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია. კატალოგში შესულია თამაზ ხუციშვილის მიერ შექმნილი პორტრეტები, ჟანრული ფერწერის, თეატრალური მხატვრობის ნიმუშები, წიგნის ილუსტრაციები და გრაფიკული ნამუშევრები. მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ამ ყველაზე მასშტაბურ გამოცემაში შესულია სახელმწიფო და კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრები.
საღამოზე ნაჩვენები იყო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაღებული გოდერძი შარაშიას დოკუმენტური ფილმი ,,ფერწერის დიდოსტატი“, რომელიც თამაზ ხუციშვილს ეძღვნება.
ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
თამაზ ხუციშვილი ქართული ფერწერის გამორჩეული წარმომადგენელია. მან სამხატვრო აკადემიაში არაერთი ახალგაზრდა ხელოვანი აღზარდა. 1996 წლიდან ასწავლის ფერწერას თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; არის ათეულობით საბავშვო წიგნის ილუსტრატორი; გაფორმებული აქვს მრავალი ფილმი თუ სპექტაკლი. თამაზ ხუციშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მას მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.
1
0
115
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ვერცხლისა და ოქროს ფასები რეკორდულად დაეცა
01/02/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%