
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლების გაერთიანებამ „ქართული სიმღერა“, პროექტის - "ქართული სიმღერა საქართველოს" ფარგლებში, ბათუმის კულტურის ცენტრში კონცერტი გამართა.
გაერთიანებაში შემავალი ხუთი ანსამბლი - „ფორტე“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“, „ალილო“ და „თეატრალურის კვარტეტი“, ბათუმელი მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტებითა და ახალი შემოქმედებითი ნამუშევრებით წარდგა.
პროექტს, რომლის მიზანია ქართული ქალაქური მრავალხმიანი სიმღერის ჟანრის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ანსამბლების გაერთიანება ,,ქართული სიმღერა” სხვადასხვა პერიოდში საქართველოს ქალაქებში ახორციელებს. ბათუმის გარდა, კონცერტი გაიმართა რუსთავში. დაგეგმილია კონცერტები საჩხერეში, ჩოხატაურსა და თელავში.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026