
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, ჯანსუღ კახიძის სახელობის XI საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, გერმანელ მესაყვირე ტილ ბრონერთან და მის ბენდთან ერთად წარდგა.
ტილ ბრონერი გერმანელი ჯაზ-მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერია. მუსიკოსმა ფესტივალზე წარმოდგენილი საკონცერტო პროგრამა თბილისში პირველად შეასრულა.
ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2015 წელს დაფუძნდა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. პროექტი ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულზეა გათვლილი და აქტიურად ეწევა ქართული მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაციას. წლევანდელი საფესტივალო პროგრამა სამი სხვადასხვა ჟანრის კონცერტს აერთიანებდა.
0
0