კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ახლად დაფუძნებულ სსიპ - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია უხელმძღვანელებს
07/03/2026
12:29
A-
+A

გაერთიანების შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, დავით და გიორგი ერისთავების სასახლე-მუზეუმი და ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.
ხელოვნების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, კულტურის მინისტრმა გაერთიანებაში შემავალი სასახლე-მუზეუმების თანამშრომლებს გიორგი კალანდია წარუდგინა. თინათინ რუხაძემ და გიორგი კალანდიამ მათ სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული პროექტები გააცნეს.
"ვფიქრობ, რომ ამ გაერთიანების შექმნა სასახლე-მუზეუმებს, მენეჯმენტის კუთხით, მნიშვნელოვნად დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებაში ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრიც შევა, სადაც, სხვადასხვა პროექტით, ახალგაზრდებს მოვიზიდავთ.
სასახლე-მუზეუმების მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
0
0
21
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%