
საქართველოს კულტურის სამინისტრო კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
კულტურის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ელდარ შენგელაიას ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს.
„ელდარ შენგელაიას შემოქმედება ზედმიწევნით განასახიერებს ხელოვნების უმაღლეს დანიშნულებას – „მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა“.
ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას შვილმა ბრწყინვალედ გააგრძელა დიდი ოჯახის სახელოვანი ტრადიციები და ქართულ კინოხელოვნებას შესძინა შედევრები: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“… ჰუმანიზმითა და კეთილი იუმორით აღბეჭდილი ამ ფილმების ხსენებაც კი ადამიანებს სიხარულს ანიჭებს. ეს მხოლოდ ელდარ შენგელაიას კინოენა და მისი მსოფლხედვაა.
საქართველოს კულტურის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ელდარ შენგელაიას ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს“, – აღნიშნულია სამინისტროს ფეისბუქგვერდზე.
0
0