კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო
A-
+A

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო.
გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები საქართველოდან და უცხოეთიდან.
კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ფონდ „ქართული გალობის“ თანადამფუძნებელმა, ნანა გოთუამ გახსნა.
კონფერენციის მთავარი მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის აქტუალური საკითხების გარშემო საერთაშორისო აკადემიური დიალოგის გაღრმავება და კვლევით საქმიანობაში ახალი პერსპექტივების წარმოჩენა.
„ჩემთვის დიდად სასიხარულო და საპატიოა გალობის უნივერსიტეტის გვერდით დგომა. ამ უნივერსიტეტის შექმნაში ჩვენთვის ძვირფასმა და საყვარელმა, არაერთმა დიდმა ადამიანმა შეიტანა საკუთარი წვლილი, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
ქართულ ფოლკლორზე საუბრისას, რასაკვირველია, გვახსენდება ლეგენდარული ანზორ ერქომაიშვილი, ადამიანი, რომელმაც არა მხოლოდ ქართული ფოლკლორი გადაარჩინა, არამედ ახალგაზრდებსაც შეაყვარა ეს საქმე.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ქალბატონი მანანას ღვაწლი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საგალობლის სწავლებისა და კვლევის დაწყებაში.
0
0
28
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
19 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
15/05/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%