EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა. ჩვენი გუნდი მერვედფინალში ესპანეთის უძლიერეს გუნდთან დამარცხდა.
ემოციური საფეხბურთო სეზონის განმავლობაში ქართველი გულშემატკივრებს შორის რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელი განსაკუთრებით პოპულარული იყო. მათ შორის 25 წლის ესპანელი მცველი მარკ კუკურელია, რომელზეც ქართველები ყველაზე ბევრს ხუმრობდნენ, მისი გვარის მეგრულ გვარებთან მსგავსების გამო
სოციალურ ქსელში მისი ინტერვიუდან ამონარიდი გავრცელდა, სადაც ამბობს რომ ესპანეთის გაჩემპიონების შემთხვევაში, თმას შეიჭრის.
"ევროპის ჩემპიონატზე თუ მოვიგებთ, თმას მოვიჭრი. მხოლოდ ერთი პრობლემა მაქვს: „ჩემი ცოლი მომკლავს“,- განაცხადა მან Cope-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მარკ კუკურელიამ პირობა ვერ შეასრულა მაგრამ EURO 2024-ზე ესპანეთის ჩემპიონობის შემდეგ თმა წითლად შეიღება
25 წლის სპორტსმენი მარკ კუკურელია სასეტა დაიბადა 1998 წლის 22 ივლისი. ესპანელი პროფესიონალი ფეხბურთელი, ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბ ჩელსისა და ესპანეთის ეროვნულ გუნდის მოთამაშეა.
2022/2023 სეზონში, კუკურელიამ ლონდონის ჩელსისთან ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სატრანსფერო რბოლაში ჩელსიმ მანჩესტერ სიტის მოუგო და კუკურელია ხეტაფედან ჩელსიში რეკორდულ 75 მილიონ ევროდ გადავიდა. ბონუსების ჩათვლით მას კვირაში დაახლოებით 200 ათასი ევრო აქვს ხელფასი.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026