
კროკუსის ჰოლში მომხდარი ტერაქტის საქმეში რუსეთის პირველი მოქალაქე გამოჩნდა. ის დუშანბეელი დილოვარ ისლომოვია, იუწყება „რია ნოვოსტი“.
თავად ბრალდებულმა სასამართლო სხდომამდე განაცხადა, რომ დაიბადა 1999 წელს დუშანბეში და აქვს რუსეთის მოქალაქეობა. ისლომოვი პროფესიით ტაქსის მძღოლია.
25 მარტს ბასმანის სასამართლომ მიიღო კიდევ სამი მასალა კროკუსში მომხდარი ტერაქტის საქმეზე სამი ბრალდებულის დაპატიმრების შუამდგომლობით. ისინი სასამართლოში გადაიყვანეს. საუბარია ისროილ ისლომოვზე და მის ორ ვაჟზე, ამინჩონსა და დილოვარზე.
25 მარტს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ კროკუს ჰოლზე თავდასხმის საქმეზე ოთხ ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ოთხივე ტაჯიკეთის მოქალაქეა, რომელთა ასაკი 19-დან 32 წლამდეა. მათგან ორმა აღიარა დანაშაული სასამართლოში. მათ ტერორიზმის საქმეზე სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. 25 მარტს მედიაში უამრავი მტკიცებულება გამოჩნდა, რომ ტერორისტებმა თავდასხმა წინასწარ დაგეგმეს.
0
0