
უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგში საჰაერო განგაშის სიგნალებს აფეთქებები მოჰყვა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს განცხადებით, სარაკეტო შეტევა განხორციელდა ქალაქის ცენტრზე. მისი ინფორმაციით, რაკეტა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა, რასაც ერთ-ერთი სამართალდამცველი ემსხვერპლა.
„დანგრეულია პოლიციის ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობა. რუსული დარტყმის შედეგად დაიღუპა პოლიციელი, ნანგრევებიდან გამოიყვანეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამი მაშველი. ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან. 6-მა თანამშრომელმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო“, - განაცხადა მინისტრმა.
ადგილობრივებს მიმართა კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა.
„კრივოი როგი. აფეთქება. არაფერს არ გადაუღოთ და არ გამოაქვეყნოთ ინტერნეტში“, - დაწერა მან.
მონიტორინგის არხების ცნობით, საჰაერო სიგნალი მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ჰაერში მტრის მიგ-35 აფრინდა, რომელსაც „კინჯალის“ ჰიპერბგერითი რაკეტები გადაჰქონდა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის განცხადებით, შეტევის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა.
„რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა. დაღუპულია 1 ადამიანი, დაშავდა 9 პირი. სამი ადამიანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს. ცეცხლი 200 კვადრატული კილომეტრი მოიცვა“, - ამბობს ლისაკი.
უკრაინული მედიის ცნობით, დაზიანდა იქვე მდებარე სახლებიც.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026