კრისტიან ერიქსენი კარდიოსტიმულატორის გამო ინტერში ვეღარ ითამაშებს
A-
+A

მილანის ინტერი მზად არის კრისტიან ერიქსენი გაყიდოს. დანიელ ნახევარმცველს, რომელსაც კარდიოსტიმულიატორი აქვს ჩადგმული, იტალიური კანონმდებლობით თამაშის უფლება არ აქვს.
იტალიური კანონების მიხედვით პირებს, რომლებსაც კარდიოსტიმულატორი უდგათ, სპორტის კონტაქტურ სახეობებში მონაწილეობა ეკრძალებათ. ინტერი იძულებულია ერიქსენი გაყიდოს.
"ევროპის ჩემპიონატზე მიღებული სერიოზული ტრავმის შემდეგ, იტალიის ჯანდაცვის კანონმდებლობით, ჩვენს კლუბს კრისტიან ერიქსენს წვრთნის პროცესში ჩათვლის უფლებაც კი არ აქვს. კარიერის გაგრძელება მას სხვა ქვეყანაში შეუძლია". – წერია მილანური კლუბის განცხადებაში.
დანიელი ფეხბურთელს ფინეთის ნაკრებთან ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა. გუნდის ექიმის თქმით, ფეხბურთელი გარკვეული დროის განმავლობაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო. ერიქსენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით მას კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტის ჩადგმა მოუწია.
0
0
726
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%