13/04/2023
14:16
პოლიტიკა
კრიმინალურ სქემაში კეზერაშვილის ჩართვა თუ დადასტურდება, ეს ძალიან მძიმე იქნება ოპოზიციისთვის, რადგან ახსნა-განმარტება მოგვიწევს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ ამ ფულთან შეხება არ აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მანჯაგალაძის თქმით, საზოგადოების მაღალი ინტერესია დავით კეზერაშვილის პიროვნების მიმართ.
„მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვილის მიმართ ბრალდება ჰიპოთეტურია, დღესაც მეკითხებიან, კეზერაშვილმა რომ თქვა, ოპოზიციას აფინანსებს, ხომ ოპოზიცია ხართო, ჩვენ არ გვაფინანსებს. „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან დაკავშირებული ადამიანები აფინანსებენ და ადამიანი, ვინც მხილებულია კრიმინალში, ეს იქნება მძიმე. დავგმო, გავკიცხო? – პოლიტიკურ ფასს იხდი, თუმცა ეს ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას – არა. რაც შეეხება უშუალოდ გამოძიებას, ბუნებრივია, საზოგადოების მაღალი ინტერესია დავით კეზერაშვილის პიროვნების მიმართ. კეზერაშვილის სახელი დაკავშირებულია კრიტიკულ მედიასთან. კეზერაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სამი კომპონენტი აქვს. პირველი, „ბიბისი“ ნამდვილად მაღალი მედია სტანდარტის მაუწყებელია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქ გამოქვეყნებულ მასალებს ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანის დადანაშაულებას და მის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას. როგორც „ქართულ ოცნებას“ უყვარს თქმა – ამ საკითხზე გამოძიებას დაველოდოთ. ჩემი აზრით, „ქოლცენტრების“ სქემა კრიმინალური და დანაშაულებრივია. ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული და სამწუხაროა, რომ საქართველოში ეს ქოლცენტრი დღემდე მოქმედებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მთავარი საკითხი კეზერაშვილის თემით არ უნდა გადაიფაროს.
„მაშინ, როცა სპეცსამსახურებმა აგენტი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ჩანერგეს, როგორ შეიძლება 1000-კაციან „ქოლცენტრებს“, რომელიც ქვეყანაში არაერთი იყო, ისე ემოქმედა, რომ ამაში ხელისუფლება გახვეული არ ყოფილიყო? მეორეა ის, თუ რა გავლენას ახდენს კეზერაშვილი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე – ევროპამ კეზერაშვილის გამო გვითხრა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი მიიღეთო? კეზერაშვილის გამო გვეუბნებიან, რომ სასამართლო კლანისგან უნდა გათავისუფლდეს? ან კეზერაშვილის გამო გვითხრეს, რომ ანტიკორუფციული სააგენტო უნდა შექმნილიყო? არ უნდა დაგვავიწყდეს ყურადღების მთავარ საკითხზე მობილიზება – ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება, საკითხის სამართლებრივ ნაწილს, როგორც ვიცი, კეზერაშვილი აპირებს ბრიტანულ გამოძიებასთან თანამშრომლობას, თუ ასეთი გამოძიება დაიწყება. მაინტერესებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და არა ის, რომ ეს მთავარი საკითხი კეზერაშვილის თემით გადაიფაროს. საქართველოს დღეს პრობლემა დავით კეზერაშვილის გამო არა აქვს – ქვეყანას პრობლემა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის გამო აქვს. „ბიბისის“ გამოძიების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გასაგებია, მაგრამ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს კეზერაშვილი არ განსაზღვრავს და არ შეიძლება, მისი თემით უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
0
0