04/05/2023
11:17
მსოფლიო
უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ თავდასხმას რუს ოლიგარქებს უკავშირებს. როგორც არახამია Telegram-ზე წერს,
„ბევრი ვერსია არსებობს კრემლის თავზე დრონების შესახებ. ჩემს პირად მოსაზრებას გამოვთქვამ ინსაიდერებზე დაყრდნობით - კრემლზე თავდასხმა განხორციელდა რუსი ოლიგარქების კოლექტიური დაკვეთით, რომლებიც პუტინის რეჟიმის გამო სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. ეს „განაწყენებულთა კლუბის“ პირველი კოლექტიური თამაშია“, - წერს არახამია.
შეგახსენებთ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ღამით უკრაინამ კრემლში პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადა. აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.
უკრაინის ხელისუფლება მომხდართან კავშირს უარყოფს.
0
0