-share.jpg)
თუ ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი ზრდას არ დაიწყებს, რუსეთის ხელისუფლებას ქვეყანაში გადასახადების გაზრდა მოუწევს. ამის შესახებ უკრაინული მედია Reuters-ზე დაყრდნობით წერს.
ანალიტიკოსები რუსული გაზისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან შემოსავლების შემდგომ შემცირებას ვარაუდობენ. ეს ხდება რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდის ფონზე.
გასულ წელს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 3,3 ტრილიონი რუბლი (49 მილიარდი დოლარი) შეადგინა ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 2,3%.
რუსეთის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის განცხადებით, მსგავსი ვითარება სავარაუდოდ 2023 წელსაც იქნება.
ანალიტიკოსებმა გამოთვალეს, რომ საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად, რუსეთმა უნდა გაიტანოს ნავთობი ბარელზე დაახლოებით 100 დოლარის ფასად.
„საჭიროა გარკვეული ზომები ფისკალური პოლიტიკის კორექტირებისთვის ან ხარჯების შემცირებით ან დამატებითი შემოსავლების მოძიებით“, - თქვა რუსული ალფა ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ნატალია ორლოვამ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხარჯების შემცირება ახლა უაზროა.
რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ალექსეი საზანოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციაში დღგ-ს, საშემოსავლო გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის შეცვლა არ იგეგმება, მაგრამ ეკონომიკის ცალკეულ სექტორებზე გადასახადები შესაძლოა გაიზარდოს.
0
0