
როგორც The Telegraph-ის ჟურნალისტის დენიელ ჯონსონის პროგნოზით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დიდი ალბათობით, უკრაინას რუსეთისთვის სასარგებლო შეთანხმებაზე ხელს მოაწერინებს.
ტრამპი "იმედოვნებს, რომ უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას მოკლე ვადაში გააფორმებინებს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ,,ხელებს დააბანინებს’’. უკრაინა ულტიმატუმის წინაშე დადგება: ან ხელი უნდა მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებაზე ტრამპის შუამავლობით და პუტინის კარნახით, ან სამუდამოდ უნდა დაკარგოს ამერიკული სადაზვერვო და ლოჯისტიკური მხარდაჭერა.
თუ კრემლს და თეთრ სახლს გადაწყვეტილი აქვთ უკრაინის ერთმანეთში გაყოფა, ვინ შეაჩერებს მათ? რაც შეეხება უკრაინაში „სამშვიდობოების“ გაგზავნის თემას, მთავარი პრობლემა ომში ჩართვის გარანტიაზე შეერთებული შტატების მხრიდან უარია, თუ რუსეთი ევროპულ სამხედრო კონტიგენტში დისლოცირებულ უკრაინას დაარტყამს. უკრაინა სამხრეთ ვიეტნამს ჰგავს, რომელიც ორი წლის შემდეგ დაეცა, რაც შეერთებულმა შტატებმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადო და ტერიტორიიდან თავისი ჯარები გამოიყვანა“, - წერს ჯონსონი.
0
0