25/08/2023
15:13
მსოფლიო
ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამოძიების შედეგები გამოქვეყნდება ყველა საჭირო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„თუ ყურადღებით მოისმინეთ რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, მან თქვა, რომ ახლა ჩატარდება ყველა საჭირო გამოკვლევა, მათ შორის გენეტიკურიც, ოფიციალური შედეგები არ არის, როგორც კი მზად იქნება გამოსაქვეყნებლად, გამოქვეყნდება“. - ასე უპასუხა მან კითხვას, აქვს თუ არა კრემლს პრიგოჟინის გარდაცვალების ოფიციალური დადასტურება.
ვლადიმერ პუტინმა 25 აგვისტოს აღნიშნა, რომ პრიგოჟინს დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა, ის იყო რთული ბედის მქონე ადამიანი, მაგრამ ნიჭიერი, მან მიაღწია საჭირო შედეგებს - და არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ საერთო საქმისთვის.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ოთხშაბათს ტვერის რაიონის სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი Embraer Legacy, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მიერ მოწოდებული მგზავრთა სიის მიხედვით, მგზავრებს შორის ევგენი პრიგოჟინი მოხვდა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი შპს MNT-Aero-ს ეკუთვნოდა, რომელიც სპეციალიზირებულია ბიზნეს ტრანსპორტირებაში.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შემდეგ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე აღძრა საქმე.
0
0