
კრემლმა უპასუხა აესს-ის მოწოდებას - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვების შესახებ და განაცხადა, რომ აესს-თან (ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო) დიალოგს განაგრძობს.
მოსკოვი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნებს გამოეხმაურა. ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის პოზიცია პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გამოთქვა.
”ჩვენ კომუნიკაციას აესს-თან გავაგრძელებთ,” - თქვა მან.
პესკოვმა არ დააკონკრეტა, რუსეთი მზად არის თუ არა, რომ უკრაინის ბირთვული ობიექტების ოკუპაციის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები შეასრულოს.
შეგახსენებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ, რომელიც 35 ქვეყნისგან შედგება, 17 ნოემბერს მიიღო მესამე რეზოლუცია, რომელშიც რუსეთს უკრაინის ატომურ ობიექტებზე ყველა ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ორგანიზაციამ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, თავისი ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სასწრაფოდ გაიყვანოს.
0
0
15 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025