
კრემლმა ტრამპის განცხადებას უპასუხა, რომელშიც ის უკრაინაში კონფლიქტს „ბავშვებს შორის ჩხუბს“ ადარებს.
როგორც კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, მოსკოვი არ ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვებს, რომლის თანახმად, უკრაინაში კონფლიქტი „ორ ბავშვს შორის ჩხუბია“ - რუსეთისთვის ეს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების საკითხია.
"მე ასე არ ვფიქრობ. აქ, რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი თვალსაზრისი. ჩვენთვის ეს ეგზისტენციალური საკითხია, რუსეთისთვის ეს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლის, ჩვენი ქვეყნის მომავლის საკითხია. სწორედ ამიტომ ხორციელდება ,,სპეციალური სამხედრო ოპერაცია’’ - მას შემდეგ, რაც ამოიწურა პრობლემების პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გადაჭრის ყველა შესაძლებლობა“, - განაცხადა პესკოვმა.
0
0