
კრემლმა, 15 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო დარტყმა მოამზადა მანამ, სანამ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე სამშვიდობო წინადადებას წარადგენდა. ამის შესახებ ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იუწყება.
ანალიტიკოსებმა შეგვახსენეს, რომ უკრაინის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები შეიძლება, მხოლოდ მაშინ წარიმართოს, როდესაც რუსეთი თავისი ჯარებს უკრაინიდან მთლიანად გაიყვანს; უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და როცა, ბირთვული, ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების სხვა დებულებებს შორის, სამხედრო დანაშაულებებისთვის დაისჯება.
„სავარაუდოა, რომ კრემლმა, G20-ის სამიტზე ზელენსკის გამოსვლის მოლოდინში, უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა განზრახ დაგეგმა, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალმხრივი სარაკეტო კამპანია მნიშვნელოვან სამხედრო მომზადებას მოითხოვს“, - განმარტა ISW-მ.
ექსპერტებმა აღნიშნეს, რუსული პრო-სამხედრო საზოგადოება ამტკიცებდა, რომ კრემლმა, სავარაუდოდ, ზელენსკის რუსოფობიურ განცხადებებზე შური იძია.
ასეთი მასშტაბური თავდასხმის მოკლე დროში განხორციელების შეუძლებლობა უკრაინასთან მოლაპარაკების მიმართ კრემლის უინტერესობაზე მიუთითებს.
„რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამიტს არ დაესწრო, სამაგიეროდ, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქებისთვის საპატიო ტიტულების მინიჭების შესახებ, ხელი უამრავ განკარგულებას მოაწერა. მისმა სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას მაინც განაგრძობს“, - დაასკვნეს ISW-ში.
0
0