
კრემლის პრესსპკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის საუბარი დღეს, 18 მარტს, მოსკოვის დროით 16:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება.
”ეს საუბარი მოსკოვის დროით 16:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. პრეზიდენტები ილაპარაკებენ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭიროდ ჩათვლიან. ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გაგაცნობთ ამ საუბრის შედეგებს, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ ხოლმე.
[საუბრის შედეგების გამოცხადების ფორმატი] ჯერ არ არის შერჩეული. ჩვენ სწრაფად მივიღებთ გადაწყვეტილებას საუბრის შედეგების საფუძველზე. ასევე მინდა დავადასტურო, რომ ნამდვილად გაიმართა გარკვეული დისკუსიები [მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის]. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი მოსკოვში იმყოფებოდა. მოლაპარაკებები სტამბოლში გაიმართა, მანამდე კი ორ პრეზიდენტს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. უამრავი საკითხია, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებასა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გადაჭრასთან. ეს ყველაფერი ორმა პრეზიდენტმა უნდა განიხილოს’’, - თქვა პესკოვმა.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის, პუტინთან საუბრისას, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის კონტექსტში ტერიტორიულ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას გეგმავს.
0
0