10/12/2022
21:38
მსოფლიო
ოსლოში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღეს უკრაინის „სამოქალაქო თავისუფლებათა ცენტრმა“, რუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა“ და ბელარუსის უფლებადამცველი ცენტრის, „ვიასნის“ თავმჯდომარემ, ალეს ბიალიაცკიმ, რომელიც პოლიტპატიმრად არის მიჩნეული.
„მემორიალს“, რომელიც რუსეთში სასამართლოს გადაწყვეტლებით დაიხურა და ადრე უცხოეთის “აგენტად” მიიჩნეოდა, ოსლოში დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოადგენდა მისი მმართველობის თავმჯდომარე იან რაჩინსკი.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი თანამფლობლის, რუსი იან რაჩინსკის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ "ურჩია", რომ ჯილდოზე უარი ეთქვა.
რაჩინსკის განმარტებით, მოთხოვნის საფუძველი იყო, რომ ჯილდოს ორი სხვა მფლობელი – უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაცია და დაპატიმრებული ბელარუსელი უფლებადამცველი – კრემლმა "შეუსაბამოდ" მიიჩნია.
“მემორიალი” რუსეთის ერთ-ერთი უძველესი სამოქალაქო უფლებადამცველი ჯგუფია, რომელიც საბჭოთა რეპრესიებს იკვლევს. ორგანიზაცია მთავრობამ გასულ წელს დახურა.
რაჩისნკიმ BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის ორგანიზაციას ჯილდოს მიღებაზე უარის თქმა ურჩიეს, თუმცა, მისივე თქმით, "ბუნებრივია, ეს რჩევა არ გაითვალისწინეს".
პრემიის ლაურეატთა გამოცხადებისას ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ “მემორიალი” დაარსდა იდეაზე, რომლის თანახმად, "წარსულის დანაშაულებთან დაპირისპირება აუცილებელია ახლის თავიდან ასაცილებლად".
0
0