25/10/2022
18:19
მსოფლიო
უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილო ბუდანოვმა ვლადიმერ პუტინის შესაძლო მემკვიდრეების განხილვისას განაცხადა, რომ რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შესაბამისი თანამდებობის დაკავების "შანსი არ აქვს".
მისი თქმით, დიმიტრი პატრუშევს (რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი უფროსის ნიკოლაი პატრუშევის შვილს) "ჰიპოთეტიკურად" აქვს პრეზიდენტის პოსტის დაკავების შესაძლებლობა. თუმცა, ბუდანოვის ვარაუდით, პუტინის ჩანაცვლება ექს-პრემიერ სერგეი კირიენკოს სურს.
სერგეი კირიენკო ფართოდ ცნობილია, როგორც კრემლის პოლიტიკის არქიტექტორი, რაც უკრაინის ტერიტორიების ანექსიას ეხება.
ასევე კირილო ბუდანოვის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლის შტაბის (უშიშროების საბჭოს) უფროსის პირველი მოადგილე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი პუტინის ძალისმიერი გზით გადაყენებას შეეცდებიან.
"კირიენკო საკუთარ თავს სავარძელში [პუტინის მემკვიდრედ] ხედავს, ძალაუფლების მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი გზით გადაცემის ფორმით", - თქვა ბუდანოვმა.
0
0