28/05/2023
18:47
მსოფლიო
კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი საკუთარი პრესსამსახურის მეშვეობით გამოეხმაურა გავრცელებულ დაუდასტურებელ ცნობას, რომ რუსულ მედიას მასსა და მის დაჯგუფებაზე საუბარი აუკრძალეს.
პრიგოჟინის თქმით, კრემლის მაღალი რანგის ბიუროკრატები ცდილობენ, რომ ვაგნერზე არავინ ისაუბროს. ოლიგარქი თვლის, რომ ეს გარემოება ამ ბიუროკრატების მიმართ ხალხის დამოკიდებულებას გააუარესებს და ისინი მხოლოდ მცირე დროს მოიგებენ, გრძელ ვადაში კი ხალხისგან საპასუხო ქმედებებს მიიღებენ.
"ის, რომ უმაღლესი რანგის ბიუროკრატები, კრემლის სწორედ იმ კოშკიდან ცდილობენ გარშემო ყველას მოაკეტინონ პირი, რათა კერძო სამხედრო კომპანი ვაგნერზე არ ილაპარაკონ, ეს მხოლოდ დამატებით ბიძგს მისცემს ხალხს და პლუს მათ დაუმატებს ზიზღს სწორედ იმ ბიუროკრატების მიმართ. სწორედ ამიტომ, რას აკეთებენ? ისინი იმარტივებენ ცხოვრებას მოკლე პერიოდში, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში, გრძელი ვადა კი არის 2-3 თვე და არა წლები, ისინი ხალხისგან თავში წკიპურტს მიიღებენ, მათი პირისა და ყურების დახშობის მცდელობისთვის". – აღნიშნა პრიგოჟინმა.
პრიგოჟინის თქმით, "აკრძალული ხილი ტკბილია" და ხალხი ვაგნერზე საუბარს არ შეწყვეტს. მან ასევე აღნიშნა, რომ "სიმართლის დაფარვა შეუძლებელია".
პრიგოჟინი ფიქრობს, რომ ვაგნერის ხსენება რუსული მედიებისთვის მართლაც აკრძალეს.
0
0
კესარია აბრამიძე დაკრძალეს
22/09/2024