
კრემლი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებას გეგმავს. თუმცა, ამერიკული ორგანიზაციის, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) შეფასებით, არსებობს რამდენიმე ინდიკატორი იმისა, რომ რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღის განხორციელებას აპირებს.
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსებს მოუწოდა, რომ მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის განცხადებებსა და ინფორმაციას დაეყრდნონ და უგულებელჰყონ სოციალური მედიის პლატფორმებზე გამოქვეყნებული „პროვოკაციული ცნობები“.
ამერიკული ორგანიზაციის, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) განცხადებით, ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ვლადიმერ პუტინმა მომავალი წლის დასაწყისში შესაძლოა მობილიზაციის მორიგი ტალღა გამოაცხადოს. ჯერ კიდევ სექტემბერში მან უკრაინაში საბრძოლველად 300 000 რეზერვისტის ნაწილობრივი მობილიზების ბრძანება გასცა.
„პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის მორიგი საყოველთაო მობილიზაციის ბრძანების შესახებ რუსეთის სამხედრო ძალის შეზღუდვებს ვერ მოაგვარებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში საბრძოლველად მობილიზებული პირების მოსამზადებლად, სულ მცირე, სამი თვე დასჭირდება. კრემლის ძალის ფორმირების ძალისხმევა დამოკიდებულია მის უნარზე, ჩადოს დრო და მატერიალური რესურსი პერსონალში; ამ მოთხოვნების საპირისპიროდ კი, შეიძლება ითქვას, რომ კრემლს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა არ აქვს“, - განაცხადეს „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსებმა.
0
0