
შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ კომენტარებზე საპასუხოდ, კრემლმა განაცხადა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი "შეიძლება საჭიროებისამებრ დაიგეგმოს".
,,ვლადიმერ პუტინი მზადაა დონალდ ტრამპთან კონტაქტისთვის, თუმცა მიმდინარე კვირაში სატელეფონო საუბარი ჩანიშნული არ იყო. ტრამპის განცხადებები ციტირებული არ არის, ისინი პერიფრაზირებულია. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ კომენტარების სიზუსტეში ეჭვი შევიტანოთ. რუსეთი და აშშ მუშაობენ დაუზუსტებელ იდეებზე უკრაინაში არსებული კონფლიქტის მოგვარების შესაძლო მშვიდობიანი გზების შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ ამერიკულ მხარესთან მუშაობას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დამყარებაზე, რომლებიც ძალიან დაზიანდა წინა ადმინისტრაციების დროს. ასევე ვმუშაობთ გარკვეული იდეების განხორციელებაზე, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინაში არსებულ კონფლიქტთან.
ეს სამუშაოები მიმდინარეობს და ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე სპეციფიკა, რომლის შესახებაც შეგვიძლია ან უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბოლო კომენტარები, რომელთა თანახმად, უკრაინაში გარდამავალი მთავრობა უნდა შეიქმნას [რაც ფაქტობრივად, ხელისუფლებიდან ზელენსკის ჩამოგდებას ითვალისწინებს], „სწორი მიმართულებით არ მიდის“.
0
0