15/06/2023
17:31
მსოფლიო
კრემლის განცხადებით, რუსეთმა, შესაძლოა, აღარ მიიღოს მონაწილეობა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებაში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობისთვის.
„მუშაობა გრძელდება, მაგრამ მართალი გითხრათ, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე განსაკუთრებულ პერსპექტივას. არცერთი საკითხი, რაც ჩვენთან დაკავშირებით იყო შეთანხმებული, არ შესრულდა“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
როგორც ცნობილია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული შეთანხმების გაგრძელებას - განსაკუთრებით კი, ამ თვის დასაწყისში, ამიაკის მილსადენის აფეთქების შემდეგ. მოსკოვი და კიევი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. საერთაშორისო მასშტაბით ამიაკის ყველაზე გრძელი მილსადენით რუსეთი, უკრაინის გავლით, ევროპაში სასოფლო სამეურნეო სასუქის ექსპორტს ახორციელებდა.
0
0