10/03/2023
15:35
მსოფლიო
საქართველოში არსებული ვითარება რუსეთთან არაფერ შუაშია, მაგრამ შემაშფოთებელია, რადგან არსებობს პროვოკაციების რისკი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ - აცხადებენ კრემლში.
„რა თქმა უნდა, არსებობს პროვოკაციების რისკები. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ვითარება გახდა ამ სახალხო არეულობის გამომწვევი მიზეზი. ამ სიტუაციას არაფერი აქვს საერთო რუსეთის ფედერაციასთან“ - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
მან უპასუხა კითხვას, თუ როგორ აფასებს კრემლი საქართველოში არსებულ ვითარებას და თვლიან თუ არა, რომ არსებობს რისკები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ამ ტერიტორიების დაბრუნების გაჟღერების გათვალისწინებით.
პესკოვის თქმით, კანონპროექტი განხილვიდან ამოღებულია. „მაგრამ, ამავდროულად, ვხედავთ, რომ ვიღაცის „ხელი“, ისევ და ისევ, ვერ ვიტყვით, რომ „უხილავი ხელი“ ჩანს, ვხედავთ, საიდან მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი თავის ხალხს, საქართველოდან არ მიმართავს ქართველებს, არამედ ამერიკიდანა, ამიტომ ვიღაცის „ხილული ხელი“ გულმოდგინედ ცდილობს აქ ისევ ანტირუსული ელემენტის დამატებას“ - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
მანვე დასძინა: „დიახ, ეს სავსეა პროვოკაციებით და ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით და დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით”.
0
0