
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი მზადაა კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისთვის, მაგრამ ზახაროვა პირობასაც ასახელებს, კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნით.
ზახაროვა მიიჩვევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის "მშვიდობის ფორმულას" არაფერი აქვს საერთო უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან.
"ეს სხვა არაფერია, თუ არა ულტიმატუმის მოთხოვნები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომლებიც მოწყვეტილია რეალობას. მათ შორისაა ჯარების გაყვანა რუსეთის რეგიონებიდან - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონიდან და თუნდაც ყირიმიდან, რეპარაციების გადახდა და საერთაშორისო ტრიბუნალებისადმი ჩაბარება" - თქვა ზახაროვამ.
მისი თქმით, ზელენსკის "მშვიდობის ფორმულის" მიზანი დასავლეთის დახმარებით რუსეთის კაპიტულაციაა.
0
0
ჭიათურაში მაღაროელები აქციას მართავენ
04/03/2025