15/05/2023
15:57
მსოფლიო
კრემლი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯანმრთელობის შესახებ სპეკულაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმჯობესია, მედიამ მინსკის ოფიციალური განცხადებები მოისმინოს, რაც, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინე ზატულინი ვარაუდობს, რომ ლუკაშენკო ავად იყო გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისვლამდე, მაგრამ პრეზიდენტის ჯანმრთელობის სერიოზულად გაუარესების შესახებ გავრცელებული ჭორები არ დაადასტურა.
„მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი [ლუკაშენკო] ავად გახდა, მან მოსკოვში ჩამოსვლა თავის მოვალეობად ჩათვალა. იმავე დღის საღამოსვე, მან მინსკში ღონისძიებები ჩაატარა. მას, ალბათ, ცოტა დასვენება სჭირდება, სულ ესაა“, - განაცხადა ზატულინმა.
„ამ ამბავში ზებუნებრივი არაფერია. ეს არ არის კოვიდ-19. კაცი უბრალოდ ავად გახდა," - დასძინა ზატულინმა.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
0
0