26/05/2023
11:38
მსოფლიო
რეგიონული ოპერატიული შტაბის ცნობით, დღეს დილით კრასნოდარის მორსკაიას ქუჩაზე აფეთქება მოხდა.
კრასნოდარის ტერიტორიის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა დაწერა, რომ ინციდენტის მიზეზებს იძიებენ. მისი თქმით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.
ქალაქის მერის ევგენი ნაუმოვის განცხადებით, დაზიანდა საოფისე შენობა და საცხოვრებელი კორპუსი. „გარაჟნაიას 77/1-ში ხუთსართულიან კორპუსში ნაწილობრივ ჩამტვრეულია მინები. ახლომდებარე კერძო სახლში სახურავი დაზიანდა“ - განმარტა მან და აფეთქების შედეგების ფოტო გამოაქვეყნა.
თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ აფეთქება, შესაძლოა საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან დრონების მიმართულებით სროლამ გამოიწვია.
ტელეგრამ არხი „ბაზა“ წერს, რომ კრასნოდარს ორი დრონი დაესხა თავს. მათგან ერთი ჩამოაგდეს. ის ასევე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ობიექტი ცაში დაფრინავს - ამტკიცებენ, რომ ეს არის ერთ-ერთი დრონი, რომელიც თავს დაესხა ქალაქს.
ტელეგრამის არხმა Shot-მა ჩამოგდებული დრონის ფოტო გამოაქვეყნა.
0
0
ბაბუშერას ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა
22/09/2024