
კრამონიც გარედან ეხმარება ამ ჩვენს მავნებლებს, რომ გეგმა, რომელიც უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება, განხორციელდეს , - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება.
„ორი რაღაცის მცდელობასთან გვაქვს საქმე - ერთი, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათ [რადიკალური ოპოზიციის] გეგმაში მაქსიმალურად უნდა აიწიოს მოლოდინი სტატუსთან დაკავშირებით და თუკი ვინმე ამ მოლოდინზე რაღაც სხვაგვარ აზრს გამოთქვამს, რომ მაგალითად „რაც ჩვენზეა დამოკიდებული გავაკეთეთ და თუ ასე არ იქნა, ნუ რა გავაკეთოთ ახლა“ - მსგავსი დათქმა თუ ვინმემ გააკეთა, უკვე მოლოდინის აწევა მათი მხრიდან აღარ გამოდის და თუ მოლოდინი არ აიწია მაქსიმალურად და რაღაცა სხვანაირად მოხდა და ეს ხელისუფლებას არ დაჰბრალდა, მათთვის არის ეს წარმოუდგენელი ამბავი. ისინი გეგმას იცავენ. კრამონიც გარედან ეხმარება ამ ჩვენს მავნებლებს, რომ გეგმა, რომელიც უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება, განხორციელდეს და შემდეგ გაგრძელდეს ისე, რომ ქვეყანაში მოჰყვეს ქაოსი, არეულობა და ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდეს. ამ გეგმას ვერ შეასრულებენ, თუ მოლოდინი რეალური კი არა გადაჭარბებულიც კი არ იქნა. თუ ამ მოლოდინთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირი მესიჯი გახმოვანდა ვინმეს მხრიდან, უმალვე თავს ესხმიან. შემთხვევითი ამბავი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი მავნებლური გეგმის დახმარება იმაში, რომ რაღაცნაირად მოლოდინი მაქსიმალურად აიწიოს და შემდეგ მოლოდინის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე დაბრალებით ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის მათი გეგმა“, - განაცხადა მდინარაძემ.
0
0