-share.jpg)
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ 1 მლრდ ლარი კოვიდ-კლინიკებს ცარიელ საწოლებში გადაუხადა, ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც კოვიდ-კლინიკების ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების საკითხს შეეხებოდა.
"არანაირი 5 დღე არ ყოფილა. რატომ აპელირებენ ამ 5 დღით, არ ვიცი. იანვრიდან მოყოლებული კლინიკებში დატვირთულობას აქტიურად ვაკვირდებოდით. ჩვენი თანამშრომლების 10-12 ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით კლინიკებში დადიოდა. კლინიკებში პაციენტების მიღებისა და გაწერის მკაცრი კრიტერიუმები არსებობს, რომელთაგან არც ერთი არ სრულდებოდა და კლინიკებში პაციენტების რაოდენობის ზრდა ხელოვნურად ხდებოდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც 2-3 თვის განმავლობაში აქტიურად დაიცვეს პაციენტების და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ისინი ინდივიდუალურად, თითოეულ კლინიკაში უყურებდნენ მიღებისა და გაწერის კრიტერიუმებს. ეს იყო იმის საფუძველი, რომ არ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში კლინიკებში საშუალოდ 6 000 პაციენტი იყო. სულ 9 200 საწოლი იყო მობილიზებული იყო, რომლის საჭიროებაც არ იყო. პირველივე კვირაში, იანვარში 1700 საწოლი გავაუქმე და მაშინაც ბევრი პრეტენზია გამოითქვა, თითქოს არასწორად ვაკეთებდით რამეს. ახლა ვხედავთ, რომ ეს გადაწყვეტილება მაშინ სწორი იყო. ვსაუბრობთ იმ საწოლებზე, რომლებიც ცარიელი იყო და სახელმწიფო 2 წლის განმავლობაში იხდიდა თანხას და არცთუ ისე ცოტას - თითოეულ ცარიელ საწოლში 120 ლარს დამატებული 60 ლარი“, - ამბობს აზარაშვილი.
0
0
სამტრედიაში მამაკაცი დაჭრეს
19/08/2025