14/10/2021
23:02
პოლიტიკა
როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, კორონავირუსის სიმპტომები აღარ აქვს და აქციაზე გასვლაც მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა.
მისი თქმით, აცრილი იყო და ვირუსი მარტივად გადაიტანა.
"სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კოსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე ვყოფილიყავი აქციაზე, ხალხთან ერთად. ქოც ტროლ-ბოტ-პროპაგანდონების საყურადღებოდ: ასე აღტკინებული მაშინ რომ ყოფილიყავით როცა აცრის მოწოდების ბანერების ნაცვლად სისხლიან ბანერებს კიდებდა მთავრობა, აშკარად უკეთესი ეპიდსურათი გვექნებოდა. სასაკლაო მოაწყო ღარიბაშვილმა ქვეყანაში, რომ ანტივაქსერი ქოც ამომრჩეველი არ გაენაწყენებინა. სამარცხვინო ხართ და ამორალურები.
მე კი მოგიწოდებთ, მეგობრებო, ავიცრათ. სწორედ აცრის გამო გადავიტანე კოვიდი იოლად და არც გარშემო არავის გადავდე, რადგან ყველა აცრილი იყო. აიცერით! აიცერით! აიცერით!", - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გიგი უგულავას კორონავირუსი 7 ოქტომბერს დაუდასტურდა.
0
0