![main-img](https://spnews.io/storage/35891/conversions/ფხაკაძე-2-share.jpg)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ახალი ვარიანტი უკვე აქ არის.
„ახალი ვარიანტი უკვე აქ არის, ერთი კარგი ამბავი, ის არ არის ძალიან “მძიმე”, მაგრამ რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის არის საშიში…დანარჩენი წერია სტატიაში…“ - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
Reuters აშშ-და და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5 შემთხვევები მკვეTრად იზრდება.
ცნობილია, რომ EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია.
ჯანმოს განცხადებით, ახალი შტამით გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს.
ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
0
0